← ყველა ვაკანსია

ენისა და მეტყველების თერაპევტი

კენ ვოლკერის კლინიკა

"კენ ვოლკერის კლინიკის" თბილისის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას პედიატრიულ სფეროში ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა ნევროლოგიური დაზიანების მქონე ბავშვთა შეფასება; ** კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ; ** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა პაციენტისთვის, მისი ოჯახის წევრისათვის ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის; ** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება; ** დოკუმენტაციის წარმოება ** კლიენტებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების ჩატარება; ** პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის კვების, მეტყველებისა უნარის განვითარების შესახებ; ** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხი); ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი; ** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად; სავალდებულო მოთხოვნები: ** ნევროლოგიური დაზიანების მქონე ბავშვებთან, მეტყველების, კომუნიკაციისა და კვების დარღვევების თავისებურებების ცოდნა; ** თანადგომისა და ემპათიის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; ** გუნდური მუშაობა; ** მოქნილობა და დამოუკიდებლობა; ** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში; ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** წერითი უნარ-ჩვევები; ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს; ** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; ** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; ** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას; სამუშაო განრიგი: 2 ან 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი.

განაცხადის გაგზავნა →