← ყველა ვაკანსია

მიმღები

კენ ვოლკერის კლინიკა

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: ** თავაზიანი ურთიერთობა კლინიკაში მომსვლელთან/სტუმართან, კლიენტთან; ** კლინიკის სტანდარტების მიხედვით მომხმარებლების მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება; ** სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება; ** მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება ** სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება ** საჭირო დოკუმენტაციის (ამბულატორიული ბარათი, ინვოისი, ვაუჩერი, საგარანტიო წერილი, მომსახურების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვა.) წარმოება და კლიენტებისათვის მიწოდება; ** კლინიკის მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება და საჭირო ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე ატვირთვა); ** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.

განაცხადის გაგზავნა →