← ყველა ვაკანსია

ოკუპაციური თერაპევტი

კენ ვოლკერის კლინიკა

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" - ბავშვთა რეაბილიტაციის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: ** კლიენტის შეფასება; ** კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ; ** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კლიენტისათვის მშობლისათვის/მეურვესთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის; ** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით; ** დოკუმენტაციის წარმოება; ** კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება; ** ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის თვით-მოვლის, დასვენება/გართობისა და სწავლის უნარის განვითარების შესახებ; ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა; ** დამხმარე საშუალების, შერჩევა, მორგება და მოხმარების შესახებ მშობლისათვის და ბავშვისათვის სწავლება; არასტანდარტული შერჩევის დროს თერაპევტი და სახელოსნოს თანამშრომელთან ერთად საჭირო დიზაინის დადგენა და მასალის განსაზღვრა; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; ** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ოკუპაციური თერაპიის განხრით; ** სენსორული ინტეგრაციის კუთხით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სავალდებულო მოთხოვნები: ** თანადგომისა და ემპათიის უნარი ** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი ** გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება ** მოქნილობა და დამოუკიდებლობა ** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი ** წერითი უნარ-ჩვევები ** ინგლისურ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად; ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.

განაცხადის გაგზავნა →