ფიზიკური თერაპევტი
კენ ვოლკერის კლინიკა
"კენ ვოლკერის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვთა და მოზარდთა შეფასება;
** მშობელთა კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფუნქციური მობილობის განვითარების შესახებ; ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ორი წელი;
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სავალდებულო მოთხოვნები:
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფიზიკური თერაპევტის პოზიცია.