← ყველა ვაკანსია

ბაღის მზარეულის დამხმარე

მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრი

"მონტესორის საბავშვო ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-16:00 ანაზღაურება: 800 ლარი თვეში (ხელზე ასაღები) სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ვეძისი. ძირითადი მოვალეობები: ** მზარეულის დავალებების შესრულება და სამზარეულოში ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა; ** პროდუქტების მომზადება: გარეცხვა, გათლა, დაჭრა და წინასწარი დამუშავება; ** გასაყინი პროდუქტების მომზადება, ფორმირება და შეფუთვაზე ეტიკეტების მიკვრა; ** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა; ** მზარეულის დახმარება საკვების მომზადების პროცესში ან მისი ჩანაცვლება. ** 0-3 წლამდე ასაკის ორ ჯგუფში საკვების გატანა. 3-6 წლამდე ბავშვებისთვის საკვების სამზარეულოშივე სერვირების მაგიდაზე დადება. ** პროდუქტების მიღებაში, შემოწმებასა და სწორად განთავსებაში დახმარება; ** პროდუქტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლში დახმარება; ** სამზარეულოს ინვენტარის, ჭურჭლისა და სამუშაო ზედაპირების დასუფთავება; ** საკვების მომზადების შემდეგ სამზარეულოს მოწესრიგება; ** საჭიროების შემთხვევაში საკვების პორციებად განაწილება და ჯგუფებისთვის მიწოდება; ** სამზარეულოს ნარჩენების დროული გატანა. ** ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დამხმარის მიერ ბავშვების კვების მერე ჭურჭლის ჩალაგება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. განვითარებისა და დამატებითი ანაზღაურების შესაძლებლობა: ** თანამშრომელს ექნება შესაძლებლობა, დროთა განმავლობაში შეისწავლოს კერძების მომზადება და აითვისოს მზარეულის ფუნქციები. ** მთავარი მზარეულის შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, დამხმარეს ექნება შესაძლებლობა, შეასრულოს მთავარი მზარეულის მოვალეობები. ამ პერიოდში იმუშავებს მზარეულის სამუშაო გრაფიკით და მიიღებს დამატებით ანაზღაურებას, რომელიც წინასწარ შეთანხმდება. სასურველია კანდიდატი იყოს: ** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული; ** ყურადღებიანი და ორგანიზებული; ** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დამცველი; ** მოტივირებული, ჰქონდეს სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი; ** სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 577089136.

განაცხადის გაგზავნა →

მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრი — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →