წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა - გარე აუდიტის მომსახურება
World Vision
"ვორლდ ვიჟენ საქართველო" აცხადებს ტენდერს: წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა გარე აუდიტის მომსახურება.
ვორლდ ვიჟენის შესახებ:
ვორლდ ვიჟენი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.wvi.org/georgia.
მოწვევა მონაწილეობისთვის.
ვორლდ ვიჟენი საქართველო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა გარე აუდიტის მომსახურების პრეკვალიფიკაციასა და შერჩევაში SIDA-ს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის "Support poverty alleviation in Georgia through Ultra Poor Graduation". მივიღებთ განაცხადებს კარგად დამკვიდრებული და სანდო მომწოდებლებისგან.
დოკუმენტაციის წარდგენა და შერჩევა განხორციელდება ვორლდ ვიჟენის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით.
ძირითადი ვადები:
** სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით).
** სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი: Thea_Kvintradze@wvi.org . გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შერჩევის დასახელება — "SIDA Project Audit".
** წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)
** ვადის გასვლის შემდეგ ან ვორლდ ვიჟენის შესყიდვების სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კონტაქტი და განმარტებები:
პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ვორლდ ვიჟენი საქართველო
78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: Thea_Kvintradze@wvi.org