← ყველა ვაკანსია

მოლარე-ოპერატორი

Plex · ბათუმი

ჩვენ შესახებ: Plex ლიცენზირებული ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერია (VASP) საქართველოში, რომელიც ოპერირებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ. თბილისსა და ბათუმში, Plex მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და გამჭვირვალე კრიპტო-ფიატ გადაცვლის სერვისებს. პოზიციის შესახებ: ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს ბათუმში. ამ პოზიციაზე დასაქმებული უზრუნველყოფს პრემიუმ ხარისხის მომსახურებას Plex- ის ბათუმის ფილიალებში მისული მომხმარებლებისთვის. მოლარე-ოპერატორი (ბათუმი) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა ** თავაზიანობა და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა რას გთავაზობთ ჩვენ: სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 სამუშაო დღე, 3 დასვენების დღე სამუშაო საათები: 11:00 - 20:00 სთ ანაზღაურება: პირველი თვე - 800 ლარი, მეორე თვიდან - 1000 ლარი დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: career@plex-team.com წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დასადგენის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →