← ყველა ვაკანსია

საწარმოო დანადგარის ოპერატორი

ისეკო · თბილისი

სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ისეკო, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა;დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება;წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა. მოთხოვნები: საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი;გუნდური მუშაობის უნარი;შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს;კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს;სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას;პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას;გუნდურ სამუშაო გარემოს;პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე,მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი. პიროვნული მახასიათებლები: შრომისმოყვარე;პასუხისმგებლიანი;ენერგიული;პუნქტუალური;ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;ახალი ცოდნის ათვისების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ +995 511 52 88 44 ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@iseko.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „საწარმოო დანადგარის ოპერატორი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →