მოლარე ოპერატორი
Midea · თბილისი
Midea გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე.
შპს „ემტექნიკსი“ საქართველოში Midea-ს კონდიცირების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორია.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები;
სალაროს ყოველდღიური ოპერაციების წარმოება და კონტროლი;სალაროს დღის დახურვა და თანხის ინკასაციისთვის მომზადება;საბანკო ტერმინალით განხორციელებული გადახდების აღრიცხვა და 1C პროგრამაში მათი კორექტირება ბანკში თანხის ასახვის თარიღის შესაბამისად.შეკვეთების პროგრამაში ასახვა, დამუშავება და დასრულება;პროდუქციის განახლებული ფასების პროგრამაში ასახვა;სასაქონლო ზედნადებებისა და საგარანტიო ტალონების გამოწერა;საქონლის დაბრუნებისა და გადაადგილების დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა;დოკუმენტაციის მოწესრიგება, შენახვა და დაარქივება;პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საოპერაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
უმაღლესი განათლება;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა;ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;თავაზიანობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი 10:00-19:00;სამუშაო გრაფიკი ზაფხულის სეზონზე მაისიდან აგვისტოს ჩათვლით: 09:00-18:00 და 11:00-20:00 ცვლებში.საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება: 1400 ლარი;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/3QK