საწყობის ოპერატორი
Midea · თბილისი
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება);უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება;საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება.რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება;საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა;საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ;სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა სასურველია (1c)
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა;სისხარტე;თავაზიანობა;პასუხისმგებლობის გრძნობა;დისციპლინირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი;დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით;
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;ხოლო კვირის განმავლობაში ერთი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.კვირა დღე დასვენება;ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://midea.selfrecruit.ge/s/3I40