← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი (გამყიდველების მოზიდვა) / Sales Manager

Amazing Marketplace · საქართველოს მაშტაბით

Amazing.ge — ახალი ქართული ონლაინ მარკეტპლეისი, სადაც მაღაზიები, ბრენდები და მეწარმეები საკუთარ პროდუქციას ყიდიან. ვეძებთ ენერგიულ და თავდაჯერებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ახალ გამყიდველებს მოიზიდავს პლატფორმაზე. მოვალეობები:• გამყიდველების ბაზაზე ყოველდღიური ზარები• Amazing.ge-ის შესაძლებლობების და თანამშრომლობის პირობების პრეზენტაცია• გამყიდველების დაინტერესება და რეგისტრაციაში დახმარება• კომუნიკაცია ელ-ფოსტით და მესენჯერებით, შეხვედრების დანიშვნა და ჩატარება• ახალი გამყიდველების მხარდაჭერა პირველ ეტაპზე (პროდუქციის განთავსება)• კლიენტებისა და შედეგების აღრიცხვა (CRM / Google Sheets)• ყოველკვირეული ანგარიში მოთხოვნები:• უმაღლესი განათლება — სავალდებულო• უპირატესობა მიენიჭება ჟურნალისტიკის ან სამართლის (იურიდიული) განათლების ან გამოცდილების მქონე კანდიდატებს, ასევე გაყიდვებში წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანებს• დამაჯერებლად და არგუმენტირებულად საუბრის, მოლაპარაკების წარმოების უნარი• თავდაჯერებულობა, შეუპოვრობა და შედეგზე ორიენტირებულობა• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური — უპირატესობაა• კომპიუტერის თავისუფლად ფლობა (ელ-ფოსტა, Google Sheets)• ონლაინ ვაჭრობის გაგება — უპირატესობაა გთავაზობთ:• ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს ყოველ მოზიდულ აქტიურ გამყიდველზე• სწავლებას და პლატფორმის სრულ გაცნობას• კარიერული ზრდის შესაძლებლობას სწრაფად მზარდ კომპანიაში• მეგობრულ გუნდს სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00სამუშაო ადგილი: ბათუმი, ოფისშიგამოსაცდელი ვადა: 3 თვე დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV hr.ge-ის მეშვეობით.

განაცხადის გაგზავნა →