← ყველა ვაკანსია

ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერი

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია ელ+ · თბილისი

კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს. ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/ სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ხარისხის მართვის სისტემას, კოორდინაციას გაუწევს პროდუქციის სერტიფიცირებას და გააკონტროლებს საწარმოო და სამონტაჟო პროცესების შესაბამისობას მოქმედ პროცედურებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ISO 9001-ის მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და ეფექტიანობის მონიტორინგი;მოქმედი პოლიტიკის, პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და ფორმების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება და დოკუმენტბრუნვის მართვა;საწარმოო და სამონტაჟო პროცედურების დაცვის კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან გაუმჯობესების ღონისძიებების კოორდინაცია;დეპარტამენტებთან ერთად ხარისხის მიზნებისა და შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრა და მონიტორინგი;შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება, შედეგების შეფასება და შეთანხმებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლის შედეგების პროგრამაში ასახვა, შესაბამისი რეპორტების მომზადება, გამოვლენილი შეუსაბამობების რეგისტრაცია და მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მონიტორინგი;წარმოებასა და კომპანიის სხვა პროცესებში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია, მიზეზების ანალიზისა და მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტიანობის შეფასება;ობიექტების პროგრესისა და ხარისხის კონტროლის რეპორტების განხილვა, დაფიქსირებული ინფორმაციის რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების კოორდინაცია;სერტიფიცირებული პროდუქტების მასალების მომწოდებლების შეფასებაში მონაწილეობა და მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებული შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია;პროდუქციის სერტიფიცირების, CE მარკირებისა და სერტიფიკატების მოქმედების შენარჩუნებისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;ცეცხლმედეგი კარებისა და ცეცხლმაქრების შესაბამისობის შეფასებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და განახლების კოორდინაცია;ქარხნული წარმოების კონტროლის სისტემის (FPC), მასალებისა და მზა პროდუქციის მიკვლევადობისა და შესაბამისი ჩანაწერების კონტროლი;გამოცდების, ინსპექტირებისა და გარე აუდიტების დაგეგმვა, შესაბამის დეპარტამენტებთან მომზადების კოორდინაცია და შედეგებზე რეაგირება;სერტიფიცირების ორგანოებთან, ლაბორატორიებთან და ინსპექტორებთან კომუნიკაცია;კომპანიის საქმიანობასთან, პროდუქციასა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა და შესაბამის პროცესებში ასახვის კოორდინაცია;თანამშრომლებისთვის მოქმედი პროცედურებისა და ხარისხის მოთხოვნების გაცნობა;ხელმძღვანელობისთვის ხარისხის სისტემის შედეგების, შეუსაბამობების, რისკებისა და გაუმჯობესების საჭიროებების შესახებ ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება;ხარისხის მართვის, შესაბამისობის ან სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;ISO 9001-ის მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;შიდა აუდიტების, შეუსაბამობებისა და მაკორექტირებელი ქმედებების მართვის გამოცდილება;პროცედურებთან, სამუშაო ინსტრუქციებსა და ხარისხის ჩანაწერებთან მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტაციის გაანალიზებისა და სამუშაო პროცესებში გამოყენების უნარი;ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, ტექნიკური დოკუმენტაციისა და საქმიანი მიმოწერისთვის;საოფისე პროგრამებისა და სამუშაო პროცესების მართვის ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: საწარმოო ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და რეპორტირების გამოცდილება;CE მარკირებისა და პროდუქციის შესაბამისობის შეფასების პროცესებში მონაწილეობა;EN 16034, EN 14351-1, EN 3-ის სერიის სტანდარტებისა და PED 2014/68/EU-ის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;ქარხნული წარმოების კონტროლისა და პროდუქციის მიკვლევადობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;შედუღების ხარისხის უზრუნველყოფისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ცოდნა;ISO 9001-ის შიდა ან წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატი; პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია;შეთანხმებული ქმედებების შესრულებისა და ვადების კონტროლის უნარი. თუ მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი გადადი ბმულზე, გაიგე მეტი და შეავსე განაცხადი: https://elplus.selfrecruit.ge/s/fsEkh

განაცხადის გაგზავნა →