შეფ-მზარეული
კვების საწარმო ბროწეული · ბათუმი
კვების საწარმო „ბროწეული“ ეძებს შეფ-მზარეულს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტებაში და უხელმძღვანელებს საწარმოს ყოველდღიურ წარმოებას.
ბრენდშეფის მიერ შემუშავებული მენიუსა და ტექნოლოგიურ ბარათების საწარმოში რეალიზაცია.
შერჩეულ გუნდს ბრენდ-შეფი გადაამზადებს, ხოლო შეფ-მზარეული უხელმძღვანელებს მის ყოველდღიურ მუშაობას და უზრუნველყოფს შეთანხმებული რეცეპტურებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები
სამზარეულოს გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილეობა, მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრება, მათი პრაქტიკული უნარების შეფასება და ხელმძღვანელობასთან ერთად თანამშრომლების შერჩევა.შეკვეთების მიხედვით წარმოების მოცულობის დაგეგმვა, სამუშაო პროცესის ორგანიზება და შეკვეთების დროულად შესრულების უზრუნველყოფა.ტექნოლოგიური ბარათების დაცვით კერძების მომზადების ზედამხედველობა და გემოს, ვიზუალური სტანდარტის, პორციის წონისა და ლანჩბოქსების დაკომპლექტების კონტროლი.ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ახალი კერძების შემუშავება ან არსებული რეცეპტურების შეცვლა, საცდელი მომზადება, თვითღირებულების გამოთვლა და ტექნოლოგიური ბარათების შედგენა ან განახლება.დამტკიცებული ცვლილებების წარმოებაში დანერგვა და გუნდისთვის მომზადებისა და პორციონირების წესების გაცნობა.გუნდის ყოველდღიური მართვა, მოვალეობების განაწილება, სამუშაო გრაფიკის შედგენა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.HACCP-ის, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.ნედლეულის მიღების, შენახვის, ვარგისობის ვადებისა და მარაგების კონტროლი.ნედლეულის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა, შესყიდვის მოთხოვნების მომზადება, დანახარჯებისა და დანაკარგების კონტროლი და საწარმოო ანგარიშგების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.შეფ-მზარეულის ან კვების წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.გუნდის მართვისა და სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება.კერძების რეცეპტურების შემუშავების, ტექნოლოგიური ბარათების შედგენისა და თვითღირებულების გამოთვლის გამოცდილება.HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ცოდნა.ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.ქეითერინგში, ცენტრალიზებულ სამზარეულოში ან დიდი მოცულობის კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი — ბათუმისამუშაო გრაფიკი 5/2ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ
გამოგვიგზავნეთ CV: brotseuli2026@gmail.com
შერჩეულ კანდიდატებთან უკუკავშირი მოხდება რეზიუმეს გაგზავნიდან 14 დღის განმავლობაში.