← ყველა ვაკანსია

პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ტესტერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი · თბილისი

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) პოზიციაზე; სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: ტესტირების მოთხოვნების ჩამოყალიბება, პროექტის ტექნიკური დავალებიდან და სპეციფიკაციებიდან გამომდინარე;ტესტირების გეგმის შემუშავება და განხორციელება;ციფრული პროექტების ფუნქციონალის და დიზაინის სპეციფიკაციების ტესტირება;ძირითადი სადაზღვევო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება;ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და პროექტზე მომუშავე გუნდისთვის გაცნობა;პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება;დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი;პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება;პროექტის/აპლიკაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office); დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/99VV64fd

განაცხადის გაგზავნა →