საწყობის ოპერატორი-დისპეჩერი
Midea · გარდაბანი, რუსთავი
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორი-დისპეჩერის“- პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება);უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება;საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება.მიღებულ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტის აღრიცხვის კოორდინატორისთვის მიწოდება, შესაბამისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვების სამსახურის უფლებამოსილი პირის წერილობითი ინფორმირება;რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება;საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა;რეალიზებული პროდუქციის დაგეგმილი მიწოდების ვადის ცვლილების თაობაზე, გაყიდვების სამსახურის/ მონიტორინგის ოპერატორის დაუყოვნებლივი ინფორმირება.აღრიცხვის კოორდინატორთან ერთად მისამართების ამოღება-დაგეგმვა-გადანაწილება;საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება;დანაკლისი-ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწყობის მენეჯერის და აღრიცხვის კოორდინატორის დახმარება პროგრამულ ნაწილში;თვეში ერთხელ მძღოლების მიერ განხორციელებული მიწოდების რეპორტების ამობეჭდვა/მიწოდება საწყობის მენეჯერისთვის, ფინანსური დეპარტამენტისთვის;საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:კომუნიკაბელურობა;სისხარტე;თავაზიანობა;პასუხისმგებლობის გრძნობა;დისციპლინირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარიდღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე.შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სამუშაო ადგილი:გიგანტის დასახლება,სოფელი კრწანისი.ტრანსპორტირება სამგორიდან.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://midea.selfrecruit.ge/s/giIT