← ყველა ვაკანსია

სერვის მენეჯერი

რესტორანი მაისის ეზო · ქუთაისი

რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს რესტორნის მომსახურების პროცესს, მართავს დარბაზის გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას. ძირითადი მოვალეობებირესტორნის სერვისის ყოველდღიური პროცესის მართვა და კონტროლი;მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვა, დაცვა და მუდმივი მონიტორინგი;მიმტანების, ჰოსტებისა და მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია;ცვლის დაწყებამდე გუნდის ბრიფინგის ჩატარება და მოვალეობების გადანაწილება;თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის, გარეგნული იერსახისა და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;ახალი თანამშრომლების გადამზადება და მომსახურების სტანდარტების სწავლება;სტუმრების დახვედრისა და განთავსების პროცესის კონტროლი;ჯავშნების, ჯგუფებისა და სპეციალური ღონისძიებების მომსახურების ორგანიზება;დარბაზსა და სამზარეულოს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;შეკვეთების სწორად და დროულად მიწოდების კონტროლი;სტუმრების განსაკუთრებულ მოთხოვნებზე, შენიშვნებსა და უკმაყოფილებაზე პროფესიონალური რეაგირება;პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების ადგილზე მართვა და გადაწყვეტა;სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;დარბაზის სისუფთავის, სერვირების, მზადყოფნისა და საერთო ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;მომსახურების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა;მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნებირესტორნის მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;სერვისის მართვის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია;რესტორნის მომსახურების სტანდარტებისა და ეტიკეტის საფუძვლიანი ცოდნა;გუნდის მართვის, კონტროლისა და თანამშრომლების გადამზადების უნარი;სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი მომსახურების სტანდარტის შენარჩუნების უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი;დატვირთულ სამუშაო გარემოში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;გამართული კომუნიკაციის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობებისამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისისამუშაო საათები: 13:00 – 00:00ანაზღაურება: შეთანხმებით სხვა ქალაქში მცხოვრები კანდიდატებისთვის:ქუთაისში ჩამოსვლისა და მუშაობის სურვილის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებლით განთავსებასა და კვებას. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maisisezo@restaurantmaisi.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551999888

განაცხადის გაგზავნა →