კურიერი
DHL · ფოთი
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ფოთში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!
რას გთავაზობთ?
** ფიქსირებული ხელფასი - 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი;
** სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა;
** კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30;
** შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი);
** სამუშაო ადგილი: ფოთი.
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
** ჩამოსული ამანათების დახარისხება;
** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან;
** კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 29 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.