მზარეულის დამხმარე
რესტორანი მაისის ეზო · ქუთაისი
რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება სამზარეულოს გუნდს პროდუქციის მომზადებასა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებაში.
ძირითადი მოვალეობებიპროდუქტების პირველადი დამუშავება და მომზადება;ბოსტნეულის, ხორცისა და სხვა ინგრედიენტების დამუშავებაში დახმარება;ინგრედიენტების დაჭრა, გასუფთავება, აწონვა და მომზადება შესაბამისი დავალების მიხედვით;მზარეულების მიერ გაცემული დავალებების შესრულება;სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის მომზადება;პროდუქციის სწორად შენახვა და განთავსება;მაცივრებსა და სამუშაო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება;საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა;სამზარეულოს სამუშაო პროცესში გუნდის დახმარება.
მნიშვნელოვანი: მზარეულის დამხმარის მოვალეობაში არ შედის კერძების შეკვეთაზე მომზადება და გაშვება. პოზიცია ძირითადად გულისხმობს პროდუქტების დამუშავებას, წინასწარ მომზადებას და მზარეულების დახმარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისამზარეულოში მუშაობის გამოცდილება სასურველია;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა და დისციპლინა;დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობებისამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისიI ცვლა: 09:00 – 16:00II ცვლა: 16:00 – 23:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maisisezo@restaurantmaisi.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551999888