← ყველა ვაკანსია

საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტი

ჯი ეს ემ სერვისი · თბილისი

კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საწყობის და მარაგების მართვის უფროსი სპეციალისტიპოზიციის შესახებ სასაწყობე ოპერაციების ადმინისტრირება, პროგრამული აღრიცხვა და სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა. შესასრულებელი სამუშაოსასაწყობე განლაგების დაგეგმარებაში მონაწილეობა; სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღებისა და გაცემის პროგრამული აღრიცხვა; კომპანიის საწყობებში არსებული ბრუნვის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეყვანა; ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭებაში მონაწილეობის მიღება და საწყობში განთავსება;სასაწყობე ნაშთიდან ნაწილების ჩამოწერა სწორი ბრუნვის უზრუნველსაყოფად;ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;აღრიცხვის აქტების მომზადება, გაფორმება და დაარქივება; საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება;საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად). დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: HR@gsmmotors.ge

განაცხადის გაგზავნა →