ექიმი-თანაშემწე
თოდუას კლინიკა · თბილისი
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი-თანაშემწის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის სტაციონარული ისტორიის, ფორმა №IV-100/ა-ს), წარმოება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;დეპარტამენტის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და მიმდინარე საკითხების ოპერატიული გადაჭრა;ექიმების სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი პროცედურების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება ( უპირატესობა მიენიჭება სერტიფიცირებულ ქირურგს).სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვება უპირატესობად;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის უნარი;გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;ორგანიზებულობა, დეტალებზე ორინეტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;დინამიკურ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე სამუშაო პროცესის ერდროულად კოორდინაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფიდენციალურობის დაცვა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 -17:00 (შაბათი და კვირა - დასვენების დღეები).სამუშაო ადგილი: ცენტრალური ფილიანი - თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13.ანაზღაურება: 1 875 ლარი (GROSS)
დამატებითი სარგებელი:
Todua Cares - უფასო სამედიცინო მომსახურება კლინიკაში;FitPass;ფინანსური მხარდაჭერა ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;წელიწადში ორჯერ დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;სტაბილური, განვითარებაზე ორინეტირებული სამუშაო გარემო და პროცესიონალ გუნდთან თანამშრომლობა.ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fYe1Sl9c