ბუღალტერი
ფინო · თბილისი
აუდიტორული კომპანია ‘’ფინო • Fino’’ საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. MSI Global Alliance დაარსდა 30 წლის წინ და წარმოდგენილია 250 კომპანიით მსოფლიოს 100 ქვეყანაში, იგი მიმდინარედ მეშვიდე ადგილს იკავებს ასოციაციებისა და ალიანსების მსოფლიო რეიტინგში.
აუდიტორული კომპანია „ფინო • Fino’’-ს მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ კომპანიას დაეხმაროს, რომ მათი აღრიცხვა-ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და შესთავაზოს მათ მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ უკვე წლებია ვქმნით კომფორტულ გარემოს ახალგაზრდა პროფესიონალების კარიერული წინსვლისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება მიიღწევა ერთად!დაგვიმეგობრდით სოციალურ სივრცეში: https://www.facebook.com/fino.geკომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: Https://Fino.Ge
‘’ფინო • Fino’’ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა და დამოწმების ორგანიზებაბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვაელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვამენეჯერის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგისაგადასახადო დეკლარაციების და ფორმების წარდგენა შემოსავლების სამსახურშიფინანსური ანგარიშგებების მომზადებარეპორტინგის წარმოებაბუღალტრის თანაშემწის მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგისხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროშიაუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებააუცილებელია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება MS Office პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაანალიტიკური აზროვნებაშესასრულებელი სამუშაოების ორგანიზების უნარიერთდროულად რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარიყურადღებიანი დეტალების მიმართდროის ეფექტურად მართვის უნარიგუნდურად მუშაობის უნარივერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:სხვადასხვა და მრავალფეროვან ბიზნეს სფეროში გამოცდილების მიღების შესაძლებლობასკარირეულ განვითარებაში ხელშეწყობას და გრძელვადიანი ბუღალტრული კარიერის დაგეგმვასპროგრესირებად სახელფასო სისტემასჯანმრთელობის დაზღვევასკომფორტულ სამუშაო გარემოსმეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 61სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად გამოცდილების მიხედვით
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/7XkxxNdb ‘’ფინო • Fino’’ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ "ფინო’’ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ ‘’ფინოს’’ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ფინოს".
"ფინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.