ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მინთი მარკეტი · თბილისი
შპს ,,მინთი მარკეტი“ - თანამედროვე სუპერმარკეტების ქცელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე
გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ონლაინ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე გაყიდვების ზრდაზე, პროდუქციის/მენიუს მართვასა და ყოველდღიური ონლაინ ოპერაციების კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე კომპანიის გვერდების/მაღაზიის ყოველდღიური მართვა;პროდუქციისა და მენიუს განახლება, ფასების, აღწერებისა და ფოტო-მასალის კონტროლი;ონლაინ შეკვეთების მონიტორინგი და გაყიდვების პროცესის გამართულად წარმართვა;გაყიდვების ზრდისთვის სხვადასხვა შეთავაზებების, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა და განხორციელება;პლატფორმებზე პროდუქციის სწორად განთავსებისა და ხილვადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა;გაყიდვების, შეკვეთების, საშუალო ჩეკისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი;გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება;Glovo-სა და Wolt-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების მოგვარება;შეკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია;მარაგებისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი, რათა ონლაინ პლატფორმებზე პროდუქცია მუდმივად აქტიური და ხელმისაწვდომი იყოს;ყოველდღიური/ყოველკვირეული გაყიდვების ანგარიშების მომზადება;გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების მოძიება და ინიციატივების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
ონლაინ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;Glovo-სა და/ან Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;Excel/Google Sheets-ის ცოდნა;რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული
ანაზღაურება: 1000.00 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: aurasova14@gmail.com
ან დაგვიკავშირდით + 995 598 77 09 67