← ყველა ვაკანსია

არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი

Target Group

"Target Group" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის / ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ: "Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ** სამუშაო საათები: 12:00-19:00 ** შაბათი-კვირა: დასვენება ** ხელფასი: ფიქსირებული 4000 ლარი (გარდა ამისა, იქნება ასევე საბონენტო სისტემა) ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ოფისიდან) ** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მარშალ გელოვანის გამზირი N13 ძირითადი მოვალეობები: ** არქიტექტურული პროექტების დაგეგმვა და კონცეფციის შემუშავება. ** არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის პროექტების შექმნა და განვითარება. ** საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინის დაგეგმვა. ** სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და ინტერიერის დიზაინ-კონცეფციების შემუშავება. ** სამუშაო ნახაზებისა და არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება. ** ინტერიერის 2D და 3D ვიზუალიზაციების შექმნა. ** მასალების, ფერების, ავეჯისა და განათების შერჩევა. ** არსებული სივრცეების დიზაინის განახლება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება. ** პროექტების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან. ** პროექტის შესრულების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი. ** დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება. ** დადგენილი ვადების დაცვა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა. ძირითადი მოთხოვნები: ** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება! ** არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით უმაღლესი განათლება. ** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება. ** არქიტექტურული პროექტებისა და ინტერიერის დიზაინის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება. ** ArchiCAD-ის, AutoCAD-ის, SketchUp-ის ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა. ** 2D და 3D დიზაინისა და ვიზუალიზაციის მომზადების უნარი. ** ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებისა და მასალების ცოდნა. ** სივრცითი და შემოქმედებითი აზროვნება. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა. ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარები. ** დეტალებზე ორიენტირებულობა. ** ინგლისური ენის ცოდნა. ** პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს. ** ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას. ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ** პროფესიული ზრდისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. ** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს. ** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: a href="mailto:Reservation@travaxo.ge?subject=">Reservation@travaxo.ge

განაცხადის გაგზავნა →