ანესთეზია-რეანიმაციის ექთანი
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი · თბილისი
„ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას „ანესთეზია-რეანიმაციის ექთნის“ პოზიციაზე.
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;სამუშაო დრო: 24 საათი ოთხ დღეში ერთხელგანყოფილება: ანესთეზია-რეანიმაცია;ანაზღაურება: 10.63 (დარიცხული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dnKDS18d