მოლარე
კაფე-ბარი მეტეხის კუთხე · თბილისი
ახალი კაფე-ბარი „მეტეხის კუთხე“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს. სამუშაო მოიცავს მომხმარებლის მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და სალაროსთან მუშაობას.
სამუშაო პირობები
სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე;სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში;ანაზღაურება: 1,200 ლარი ხელზე თვეში;
თანამშრომლებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.
ძირითადი მოვალეობები
მომხმარებლის შეკვეთების მიღება;სალაროს პროგრამასთან მუშაობა და ანგარიშსწორება;ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება;შეკვეთების სწორად დაფიქსირება და სამზარეულოსთვის გადაცემა;მომხმარებელთან თავაზიანი და მოწესრიგებული კომუნიკაცია;სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;ცვლის ბოლოს სალაროს სწორად ჩაბარება.
მოთხოვნები
პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;კომუნიკაბელურობა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;ყურადღება და სიზუსტე ანგარიშსწორებისას;სისუფთავისა და სამუშაო წესრიგის დაცვა;მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ: Info@theoptimisticvision.ge
ან დაგვიკავშირდით: +995 595 967 849