მზარეული
კაფე-ბარი მეტეხის კუთხე · თბილისი
ახალი კაფე-ბარი „მეტეხის კუთხე“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ მზარეულს. ობიექტს ექნება მოკლე და წინასწარ განსაზღვრული მენიუ.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00 საათამდე;სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში;ანაზღაურება: 2,000 ლარი ხელზე თვეში;მუშაობს ორი მზარეული ცვლებში;მზარეულებს წინასწარი შეთანხმებით შეეძლებათ ერთმანეთში ცვლების გაცვლა.
ძირითადი მოვალეობები:
კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტების მიხედვით;კერძების ხარისხისა და გემოს სტაბილურად შენარჩუნება;პროდუქტების სწორად შენახვა და გამოყენება;სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;შეკვეთების დროულად მომზადება;სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოწესრიგება.
მოთხოვნები:
მზარეულად მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა;სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;გუნდთან თანამშრომლობის უნარი.
სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ ან დაგვიკავშირდით:
ტელეფონი: +995 595 967 849
ელფოსტა: Info@theoptimisticvision.ge