პროექტების ტექნიკური მენეჯერი
აკვალაინი · თბილისი
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას პროექტების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00
ძირითადი მოვალეობები:
ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია, თანამშრომელთა ფუნქციების განაწილება და შესრულებული სამუშაოების შეფასება;მომხმარებლის ტექნიკური მოთხოვნების ანალიზი, პროექტის ტექნიკური კონცეფციის შემუშავება და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტილებების განსაზღვრა;პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა პროექტის ყველა ეტაპზე;საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და სპეციფიკაციების განხილვა, ანალიზი, შესაბამისობის შეფასება და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;პროექტებისთვის საჭირო მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური რესურსების განსაზღვრა, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება და შესყიდვების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;პროექტებში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტექნიკური შესაბამისობის შეფასება და ალტერნატიული ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთავაზება საჭიროების შემთხვევაში;სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, სამუშაოების ხარისხის, ტექნიკური სტანდარტებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად შესრულების უზრუნველყოფა;ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი, ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება;კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური შეფასება, მიღება და შესაბამისობის დადასტურება;პროექტების მენეჯერთან, შესყიდვების, ლოჯისტიკის, საწყობის, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა პროექტების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით;ტექნიკური ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია, დავალებების განაწილება, შესრულების მონიტორინგი, პროფესიული მხარდაჭერა და განვითარების ხელშეწყობა;ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკური მოთხოვნებისა და მოქმედი სამშენებლო/საინჟინრო ნორმების დაცვის ხელშეწყობა;შესრულებული სამუშაოების ტექნიკური მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ფორმა №2-ის ტექნიკური ნაწილის გადამოწმება;ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;ტექნიკური ანგარიშების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;სამშენებლო, საინჟინრო და ტექნიკური ნორმების, სტანდარტებისა და კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა;უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
უმაღლესი განათლება ინჟინერიის, სამშენებლო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;ტექნიკურ მენეჯერის, მთავარი ინჟინრის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო და/ან საინჟინრო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და საპროექტო მასალების წაკითხვის უნარი;პროექტების მართვის, დოკუმენტბრუნვისა და რესურსების დაგეგმვის გამოცდილება;კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, პროექტების მართვის სისტემები);ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა;გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;დროის მართვის, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
კონკურენტუნარიანი ანაზღაურება (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად);ჯანმრთელობის დაზღვევა;კორპორატიული ნომერი;თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა;კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off);პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/HNyFD