დასუფთავების დეპარტამენტის დიასახლისი
Wyndham Batumi · ბათუმი
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთვების დეპარტამენტში დიასახლისი (კაცი/ქალი)-ის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;თეთრეულის, პირსახოცებისა და ჰიგიენური საშუალებების შევსება;ნომრებში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი;აღმოჩენილი დაზიანებებისა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება;სტუმრების კომფორტისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.
პროფესიული მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების ცოდნა;გუნდური მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პერსონალური მოთხოვნები:
მოწესრიგებული და ყურადღებიანი;ენერგიული და შრომისმოყვარე;დეტალებზე ორიენტირებული;თავაზიანი და კეთილგანწყობილი;პუნქტუალური და დისციპლინირებული.
სამუშაო პირობები:სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო;კვირაში 5 სამუშაო დღე;9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით;პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/iXRFQ