სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეკრუტირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
1) ამუშავებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და დადგენილ ვადებში ამზადებს პასუხებს;
2) ხელს აწერს ან /და ვიზირებას უკეთებს მომზადებულდო დოკუმენტებს;
3) უზრუნვენყოფს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური განცხადებებისა და საინფორმაციო მასალების სოციალურ ქსელებში გავრცელებას;
4) კოორდინაციას უწევს სააგენტოს ურთიერთობას, ბეჭდურ, ელექტრონულ და ონლაინ მედიასთან;
5) მართავს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს და სოციალურ ქსელში განთავსებულ საინფორმაციო კონტენტს;
6) თვეში ერთხელ ახორციელებს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი აზრის ანალიზს და ინფორმაციას აწვდის სამსახურის უფროსს;
7) პერიოდულობით ესწრება სკოლებში პრეზენტაციების ჩატარების პროცესს;
8) მონაწილეობს სასაჩუქრე მატერიალური ნივთების დიზაინის შექმნა / შემუშავების პროცესში;
9) უზრუნველყოფს კანონმდებლობით მოთხოვნებისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსი‘‘;
გ) საქართველოს კანონი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ‘‘;
დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ვ) ,,სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება.
ზ),,წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სასახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილება.
თ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის № 120 დადგენილება.
ი) ,,შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილება.
კ) ,,წვევამდელ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის №25 დადგენილება.
ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;