← ყველა ვაკანსია

ფსიქოლოგი

სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · კახეთი · სრული განაკვეთი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. • შესაბამის მონაცემთა ბაზაში, დადგენილი წესის მიხედვით, ბენეფიციართა შესახებ ასახული ინფორმაციის აღრიცხვა და სიზუსტის უზრუნველყოფა; • საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევების მართვის ფარგლებში შექმნილ სპეციალისტთა ჯგუფებში მონაწილეობის მიღება; • საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვანის ოჯახის წევრის უნარების გაძლიერება კომპეტენციის ფარგლებში; • დადგენილი წესის შესაბამისად, მულტიდისციპლინარულ ჯგუფში მონაწილეობის მიღება; • იმ ბენეფიციარების შეფასება, რომელთა რისკისა და საჭიროების ფორმის შესაბამისად გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართულობის საჭიროება; • ბენეფიციართან გადაუდებელი შემთხვევის არსებობისას, რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით; • არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელებისა და პროექტების შემუშავება-ადაპტირებაში, განხორციელებასა და მართვაში მონაწილეობა; • როგორც მიმდინარე, ასევე დახურული შემთხვევების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და შენახვის უზრუნველყოფა. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; • საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“; • საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“; • „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება; • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →