← ყველა ვაკანსია

პროექტების სპეციალისტი

სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. • ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ბენეფიციართა საჭიროებების, არსებული გამოწვევებისა და მომსახურების მიმართულებების ანალიზის საფუძველზე ახალი პროექტების ინიცირება და პროექტების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება; • ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო, კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სოციალური ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების შემუშავება; • ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროგრამების, დაფინანსების წყაროებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების მოძიება; • პროექტების განხორციელების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია, განსაზღვრული ვადების, ბიუჯეტისა და მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების კონტროლი; • პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული თანამშრომლების, სპეციალისტების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია; • პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური, მატერიალური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების საჭიროებების განსაზღვრა და მათი მობილიზების პროცესში მონაწილეობა; • პროექტების განხორციელების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და შესაბამისი პრევენციული ან მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება; • პროექტების შუალედური და საბოლოო შედეგების შეფასება, განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; • ცენტრის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ საინფორმაციო და საპრეზენტაციო მასალების მომზადება, პროექტების შედეგებისა და წარმატებული პრაქტიკის წარმოჩენა; • ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქციებისა და ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება. • „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი); • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი); • „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“; • ბავშვის უფლებათა კოდექსი; • „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი“; • „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“; • „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება; • „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება; •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება; • „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1204 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →