← ყველა ვაკანსია

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის საფინანსო, საბიუჯეტო და შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

1) ამუშავებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და დადგენილ ვადებში ამზადებს პასუხებს; 2) ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს მომზადებულ დოკუმენტებს; 3) შეისწავლის სააგენტოს მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სააგენტოს ფინანსურ პოლიტიკას; 4) მონაწილეობას იღებს სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილების მოთხოვნების საფუძველზე სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შეიმუშავებაში; 5) მონაწილეობას იღებს სააგენტოს დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური გაწერის პროცესში; 6) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას; 7) უზრუნველყოფს სააგენტოს დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულებას; 8) მონაწილეობას იღებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის პროცესში და ცენტრალიზებული წესით უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორებას; 9) კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახაზინო და საბანკო ოპერაციებს; 10) შრომის ანაზღაურებისა და ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მოსამსახურის დარეგისტრირებას და მოსამსახურის პირად ბარათზე ყველა აუცილებელი ოპერაციის განხორციელებას; 11) სამივლინებო ხარჯებით უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს ეროვნულ და უცხოურ სავალუტო ოპერაციებს; 12) აკონტროლებს წინასწარი ანგარიშსწორებით გადახდილი სამივლინებო თანხების საავანსო ვადებსა და მათი ფაქტიური ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებს; 13) სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილების მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობას იღებს შესყიდვების გეგმის დადგენაში, აწარმოებს ბაზრის კვლევას, ამზადებს დოკუმენტაციას, აფორმებს ხელშეკრულებებს, შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე არეგისტრირებს შესყიდვების გეგმას, შეაქვს ცვლილებები და ახორციელებს შესყიდვებს შემუშავებული გეგმის მიხედვით; 14) მონაწილეობას იღებს საანგარიშო პერიოდების ბოლოსთვის დაგეგმილ და ზემდგომი/მაკონტროლებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, ანალიზური მონაცემების მომზადებაში; 15) მონაწილეობს საბიუჯეტო სახსრებისა და სტრატეგიულ დაგეგმარების, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკურ და ფინანსურ ანალიზში; 16) მონაწილეობს საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგების წარდგენაში; 17) აწარმოებს ფულადი საშუალებების, მასალების, ძირითადი ფონდებისა და სხვადასხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფინანსურ აღრიცხვას; 18) უზრუნველყოფს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსი‘‘; გ) საქართველოს კანონი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი  სამსახურის შესახებ‘‘; დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ თ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი ი) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ლ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მ) საქართველოს მთავრობის  2017 წლის 25 აპრილის N211 დადგენილება. ნ),,წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სასახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილება. ო) ,,შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილება.  

განაცხადის გაგზავნა →