სოციალური მუშაკი
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ა) ცენტრის ბენეფიციართა რისკისა და საჭიროების შეფასების პროცესში მონაწილეობა;
ბ) შესაბამის მონაცემთა ბაზაში, დადგენილი წესის მიხედვით, ბენეფიციართა შესახებ ასახული ინფორმაციის აღრიცხვა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, შემთხვევების მართვის ფარგლებში შექმნილ სპეციალისტთა ჯგუფებში მონაწილეობის მიღება;
დ) დადგენილი წესის შესაბამისად, მულტიდისციპლინარულ ჯგუფში მონაწილეობის მიღება;
ე) არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფისა და განვითარების პროცესში მონაწილეობა;
ვ) არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების მოდელებისა და პროექტების შემუშავება-ადაპტირებაში, განხორციელებასა და მართვაში მონაწილეობა; არასრულწლოვანთა საჭიროებების შესაბამისად კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა;
ზ) არასრულწლოვანთა საჭიროებების შესაბამისად კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სხვა სახის პროექტების მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა;
თ) საჭიროების შემთხვევაში, გარე სერვისების მოძიებაში მონაწილეობის მიღება;
ი) როგორც მიმდინარე, ასევე დახურული შემთხვევების ინფორმაციის შენახვის უზრუნველყოფა;
კ) საჭიროების შესაბამისად, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების ბენეფიციარების შემთხვევის მართვაში მონაწილეობის მიღება;
ლ)ცენტრის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა.
მ)ცენტრის საქმიანობის მიმართულებით სამუშაო მეთოდოლოგიების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
ნ)ცენტრის საქმიანობის ეფექტიანობის, მომსახურების ხარისხისა და ბენეფიციართა საჭიროებებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით ახალი მიდგომების, პროგრამებისა და სერვისების განვითარების ინიცირება;
ო) განხორციელებული საქმიანობის, ბენეფიციართა შემთხვევების დინამიკის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
• „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);
• „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);
• „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
• ბავშვის უფლებათა კოდექსი;
• „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი“;
• „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
• „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
• „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება;
• „საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2026 წლის 30 აპრილის №179 დადგენილება;
• „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1204 ბრძანება.