← ყველა ვაკანსია

ტრანსპორტის მიმართულების სპეციალისტი

სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. • ავტოპარკის მართვა და კონტროლი, სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების, ინსპექტირების აქტების, დეფექტური აქტების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, მანქანებისთვის საწვავის სამივლინებო ლიმიტების კონტროლი და საწვავის გაზრდის საჭიროების დადგენა; • მძღოლების საათობრივი გრაფიკის დადგენა, აღრიცხვა და კონტროლი; • ტრანსპორტის დეტალების შეცვლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი რეაგირება; • ტრანსპორტის დაზიანების შემთხვევაში, მისი შეკეთების ორგანიზება და კონტროლი; • ტრანსპორტთან დაკავშირებული სატენდერო მოთხოვნების მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება; • მომსახურების მომწოდებლებთან და ავტომობილების ოფიციალურ ცენტრებთან კომუნიკაცია. • ავტომობილების მიღება-გადაცემასთან დაკავშირებით ცენტრში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირება, წერილებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება; • წლიური სატრანსპორტო ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, მომსახურე კომპანიის მიერ წარმოდგენილი დეფექტური აქტისა და ხელშეკრულების დანართის შესაბამისობის კონტროლი; • ავტომობილებთან და მოხმარებულ საწვავთან დაკავშირებული ინფორმაციის და სტატისტიკის წარმოება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“; • საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; • სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილება. • „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება; • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →