← ყველა ვაკანსია

ახალგაზრდული ლიდერი

სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ა) არასრულწლოვანთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; ბ) არასრულწლოვანთა პიროვნული განვითარების, ლიდერული, სოციალური, კომუნიკაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გაძლიერების ხელშეწყობა; გ) ბენეფიციართა ინიციატივების გამოვლენა, წახალისება და მათი საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობის უზრუნველყოფა; დ) არასრულწლოვანთა თავისუფალი დროის შინაარსიანად ორგანიზება, პოზიტიური სოციალური ურთიერთობებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ე) ახალგაზრდულ, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება; ვ) ცენტრის სოციალურ მუშაკებთან, ფსიქოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ზ) განხორციელებული აქტივობების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა; თ) არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო, ინკლუზიური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობა. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“; • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; • საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“; • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება; • „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →