უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ა) ობიექტის (სახლის, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის) უსაფრთხოების სისტემის ორგანიზება, მართვა და კონტროლი; ობიექტის პერიმეტრის, შენობისა და მიმდებარე სივრცის უსაფრთხოების მუდმივი მეთვალყურეობისა და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) ობიექტის უსაფრთხოების მდგომარეობის სისტემატური შეფასება, შესაძლო საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი;
გ) ობიექტის პერიმეტრისა და შენობის უსაფრთხოების რეგულარული მონიტორინგის, შემოვლისა და ვიზუალური კონტროლის ორგანიზება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
დ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით არსებული ტექნიკური და ვიზუალური კონტროლის საშუალებების გამართულობის მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
ე) ხანძრის, ტექნიკური ავარიის, უკანონო შეჭრის მცდელობის, ძალადობის, ქონების დაზიანებისა თუ სხვა საგანგებო შემთხვევების დროს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების კოორდინაცია და დამსაქმებლის/უფლებამოსილი პირის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
ვ) თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება, სამუშაო გრაფიკებისა და მორიგეობის პროცესის ორგანიზება და დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი;
ზ) ობიექტზე დაშვების, ვიზიტორთა გადაადგილებისა და უსაფრთხოების შიდა წესების დაცვის კონტროლი, უფლებამოსილების ფარგლებში უნებართვო შესვლისა და სხვა შესაძლო დარღვევების პრევენცია;
თ) ობიექტზე მყოფი პირების, მათ შორის ბენეფიციარების, თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ი) უსაფრთხოების ინციდენტების, დარღვევებისა და საგანგებო შემთხვევების სათანადო დოკუმენტირების, აღრიცხვისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა; ინციდენტების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და განმეორების პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
კ) ობიექტზე წესრიგის, კონფიდენციალურობის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და მესაკუთრის/დამსაქმებლის მიერ დადგენილი შიდა განაწესისა და მოთხოვნების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) ობიექტის უსაფრთხოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა აუცილებელი ორგანიზაციული და საკოორდინაციო ღონისძიებების განხორციელება;
მ) სახლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციებისა და ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
• საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება;
• „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება.