უსაფრთხოების სპეციალისტი
სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.
ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
ა) ობიექტის (სახლის, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის) პერიმეტრის მუდმივი მეთვალყურეობა და ვიზუალური საშუალებებით კონტროლი და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ბ) ობიექტის პერიმეტრის რეგულარული შემოვლა (პატრულირება) დღე-ღამის განმავლობაში, სამუშაო და არასამუშაო საათებში;
გ) ნებისმიერ საეჭვო გარემოებაზე, პოტენციურ საფრთხეზე, კანონდარღვევასა თუ საგანგებო სიტუაციაზე (ხანძარი, ტექნიკური ავარია, შეჭრის მცდელობა) მყისიერი რეაგირება და დამსაქმებლის/მესაკუთრის დაუყოვნებლივი ინფორმირება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო და სამართალდამცავ სამსახურებთან (პოლიცია, სამშველო, სასწრაფო დახმარება) კომუნიკაცია და მათ მოსვლამდე ადგილზე წესრიგის უზრუნველყოფა;
ე) უსაფრთხოების გუნდის (არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის კოორდინაცია, ცვლების განაწილება და დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულების კონტროლი;
ვ) ობიექტზე წესრიგის, კონფიდენციალურობისა და სახლის ტერიტორიის შიდა განაწესის/მოთხოვნების მკაცრი დაცვა;
ზ) სახლის მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში მონაწილეობა.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
• არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
• საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“;
• „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება;
• „არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 ივნისის №1222 ბრძანება.