← ყველა ვაკანსია

ფინანსების მთავარი სპეციალისტი

სსიპ - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი · გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი 90 - ე ქუჩა №4 · სრული განაკვეთი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის“ საქმიანობის მთავარი მიზანი არის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, განვითარების ხელშეწყობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია. ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები მიმართულია არასრულწლოვანთა გონებრივი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური განვითარებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერისკენ, რაც არასრულწლოვანს ეხმარება სრულფასოვან საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის თანასწორობას, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ა) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და საბიუჯეტო პროცესის მართვაში ჩართულობა; ბ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მიხედვით, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა ბიუჯეტის მიზნებისთვის; გ) ცენტრის ბიუჯეტის თვიური/კვარტალური/წლიური შესრულებების მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის; დ) ცენტრის ყოველდღიური/ყოველთვიური ფულის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის; ე)ცენტრის ბალანსზე არსებული ავტომობილების ყოველთვიური საწვავის გაცემისა და თანამშრომელთა საკომუნიკაციო ხარჯების გაწევის შესახებ ინფორმაციის მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის; ვ) თანამშრომელთა საშუალო თვიური რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციის მომზადება/წარდგენა ხელმძღვანელობისა და სხვა უფლებამოსილი უწყებებისათვის; ზ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავებაში, ასევე კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა; • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • საქართველოს შრომის კოდექსი; • ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის საქართველოს კანონი; • საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ“; • საქართველოს კანონი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“; • ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2020 წლის #108 ბრძანება; • „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანება; •  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 30 აპრილის №1203 ბრძანება.

განაცხადის გაგზავნა →