ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
ა) სააგენტოს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებების ან მათთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებების პროექტების, სტაჟიორების ხელშეკრულებების პროექტების, თანამშრომელთა სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების, ფუნქციების დაკისრების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცებისა და შრომითი-სამართლებრივი სახის სხვა ბრძანებების პროექტების მომზადება;
ბ) ადამიანური რესურსების შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების/სტატისტიკის წარმოება და ანალიზი;
გ) სააგენტოში კადრების შერჩევის მიზნით, საჯარო კონკურსების ჩატარების ორგანიზება, საკონკურსო პროცედურების სრული დაცვით; მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე სააგენტოს დასაქმების პორტალის ადმინისტრირება; სააგენტოს საკონკურსო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ელექტრონული საქმისწარმოების სისტემაში (EMOH) სააგენტოს საკადრო მოდულის ადმინისტრირება.
ე) სააგენტოში დასაქმებულთა ყოველთვიური ნაერთი სახელფასო ტაბელის მომზადება და სააგენტოს შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენა;
ვ) სააგენტოს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურების ლოგისტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების პროექტების მომზადება;
თ) ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
ა) საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება;
ვ) „სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020წლის 18 აგვისტოს №01-91/ნ ბრძანება.