← ყველა ვაკანსია

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ხარაგაულის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილე

სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო · ხარაგაული · სრული განაკვეთი

1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირთა გამოძახება; 2. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აღრიცხვაზე ასაყვან პირთა საერთო სიების ფორმირება; 3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელის გაწვევა; 4. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში პირთა აღრიცხვა, გამოძახება და გაწვევა; 5. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის მისამართით შემოსული განცხადებების და თანდართული მასალების რეგიონალურ ცენტრში გადაგზავნა; 6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მონაცემების და სტატისტიკის წარმოება; 7. საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის ძალების მოთხოვნათა შესაბამისად მოქალაქეთა რეკრუტირება; 8 კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობა; 9. არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე სათანადო მასალების შედგენა; 10. მოქალაქეების (წვევამდელების) შესახებ, რომლებიც არღვევენ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევის წესებს, შესაბამისი მასალების მომზადება სამართლებრივი რეაგირებისთვის; 11. კონტროლი სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოების პროცესის. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსი‘‘; გ) საქართველოს კანონი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი  სამსახურის შესახებ‘‘; დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) ,,სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება. ზ),,წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სასახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილება. თ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის № 120 დადგენილება. ი) ,,შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილება. კ) ,,წვევამდელ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის №25 დადგენილება. ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

განაცხადის გაგზავნა →