← ყველა ვაკანსია

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევის და რეკრუტირების ქვემო ქართლის რეგიონალური ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის მუნიციპალური განყოფილების სპეციალისტი

სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო · მარნეული · სრული განაკვეთი

1) ამუშავებს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და დადგენილ ვადებში ამზადებს პასუხებს; 2) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და/ან ვიზირებას უკეთებს მომზადებულ დოკუმენტებს; 3) ახორციელებს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირების საერთო სიის ფორმირებას. 4) მონაწილეობას იღებს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ ანგარიშების შედგენაში. 5) მონაწილეობას იღებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის პროცესსა და გაწვევისათვის საჭირო ღონისძიებებში; 6) უზრუნველყოფს არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევი პირების მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე წარდგენას და სახელმწიფო კომისიისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის გადაგზავნას. 7) მონაწილეობს იმ პირთა გამოვლენის პროცესში, რომლებიც სამხედრო აღრიცხვას ექვემდებარებიან; 8) მონაწილეობს რეკრუტირებისათვის შერჩეულ კანდიდატისგან პირადი საქმის შექმნა/განახლების პროცესში; 9) ახორციელებს კომუნიკაციას რეკრუტირებისათვის შერჩეულ კანდიდატებთან; 10) გადასცემს რეკრუტირებისათვის შერჩეულ კანდიდატებს პირადი საქმისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს; 11) მონაწილეობას იღებს სამობილიზაციო რეზერვთან დაკავშირებით რეგიონული ცენტრიდან მოთხოვნათა დამუშავების პროცესში; 12) მონაწილეობს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა პერსონალურ (ხარისხობრივ) და რაოდენობრივ აღრიცხვის პროცესში; 13) მონაწილეობს სამობილიზაციო რეზერვში ჩასარიცხ პირთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა აღრიცხვიდან მოხსნის პროცესში; 14) მონაწილეობს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა დადგენილი წესით აღრიცხვის პროცესში, სააგენტოში დანერგილი ელექტრონული სისტემის საშუალებით; 15) მონაწილეობს პროფესიულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი კანდიდატების სამხედრო- სამედიცინო კომისიაზე წარგზავნის პროცესში; 16) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობას იღებს მოქალაქეთა რეკრუტირების ხელშეწყობისათვის საჭირო ღონისძიებებში. 17) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ორგანოებთან კოორდინირებულ მოქმედებებს; 18) მონაწილეობას იღებს, მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე გასაცემი ცნობების მომზადების პროცესში; 19) მონაწილეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის და დადგენილების შედგენისათვის, სააღსრულებო ფურცლის გამოცემისათვის საჭირო მასალების მომზადებასა და სამართლებრივი რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებთან გაგზავნის პროცესში; 20) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს განყოფილების მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების შედგენას; 21) მონაწილეობს სამსახურებრივი დოკუმენტების საარქივოდ მომზადებაში და გასანადგურებლად შერჩევაში; 22) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და განყოფილების უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „თავდაცვის კოდექსი‘‘; გ) საქართველოს კანონი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი  სამსახურის შესახებ‘‘; დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ვ) ,,სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება. ზ),,წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სასახურში გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 დეკემბრის №533 დადგენილება. თ) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 აპრილის № 120 დადგენილება. ი) ,,შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილება. კ) ,,წვევამდელ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის №25 დადგენილება. ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

განაცხადის გაგზავნა →