← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია · თბილისი · სრული განაკვეთი

- სახელმწიფო, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მოთხოვნით, საერო, სასულიერო, სადღესასწაულო კულტურული, სპორტული და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა (სცენები, პოდიუმები, კულისები, საკონცერტო გახმოვანება-განათება, კონსტრუქციები, ბანერები და სხვა.); - დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა და მონაწილეობის მიღება; - მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონების, ძეგლებისა და მემორიალების მოვლა - პატრონობა, პიროვნებებისა და ხელოვნების უკვდამყოფი მემორიალების დამზადება-მონტაჟისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; - დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების განსახორციელებლად განხორციელების უზრუნველყოფა; - სხვადასხვა სახელმწიფო, სახალხო და რელიგიური დღესასწაულების მზადებაში მონაწილეობის მიღება; -სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; - ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება. - საქართველოს კონსტიტუცია; - ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; -საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; - საქართველოს კანონი„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; - საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; - საქართველოს კანონი ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ''; - "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის №19-58 დადგენილება; - ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-3 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →