← ყველა ვაკანსია

ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის მრეწველობის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სტატისტიკის სამმართველოს სპეციალისტი

სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) · თბილისი · სრული განაკვეთი

• მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემთა შეგროვება, კონტროლი, ანალიზი, გავრცელება და შენახვა; • მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სტატისტიკური გამოკვლევების მეთოდოლოგიურ სამუშაოებში უშუალო მონაწილეობა; • ენერგეტიკული ბალანსის პუბლიკაციისათვის მასალების მომზადება; • მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სტატისტიკური გამოკვლევების საველე სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია (ინტერვიუერი, საწარმოს წარმომადგენელი, განყოფილების თანამშრომელი); • მრეწველობის, მშენებლობის და ენერგეტიკის დარგებში სტატისტიკური გამოკვლევების მონაცემთა ბაზების გაწმენდის (მონაცემთა ლოგიკური კონტროლების განხორციელება, საეჭვო მონაცემების აღმოჩენა), დამუშავების (იმპუტაციები და სხვა) და ანალიზური ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა; • საარქივო მასალების მომზადება და არქივზე გადაცემა; • სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკურ ინფორმაციაზე მოთხოვნების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; • ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება. • ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის N375 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება“.

განაცხადის გაგზავნა →