← ყველა ვაკანსია

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი (სისხლის სამართლის მიმართულება, შტატგარეშე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული)

სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური · თბილისი · სრული განაკვეთი

სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.legalaid.ge. • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისათვის კვალიფიციური იურიდიული რჩევისა და კონსულტაციის მიცემა მისი სამართლებრივი საკითხების, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შესახებ; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის წარმომადგენლობა და დაცვა საქართველოს საერთო სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე, აგრეთვე დაკავების, გამოძიების ორგანოებში და სხვა შესაბამის ორგანოებსა და პირებთან; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭირო დოკუმენტების, ცნობების, მტკიცებულებებისა და სხვა ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების დასაცავად კანონით დაშვებული ყველა შესაბამისი სამართლებრივი საშუალების გამოყენება; • საპროცესო დოკუმენტების, განცხადებების, საჩივრების, სარჩელების, შესაგებლების, შუამდგომლობებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა შესაბამის ორგანოში; • სასამართლო სხდომებში, საგამოძიებო მოქმედებებში, ადმინისტრაციულ წარმოებებსა და სხვა საპროცესო ღონისძიებებში მონაწილეობა და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა; • დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირთან კანონმდებლობით დადგენილი წესით პირისპირ შეხვედრა და მასთან მიმოწერის განხორციელება; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისათვის საქმის მიმდინარეობის, შესაძლო სამართლებრივი შედეგებისა და მის საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მისთვის უფლებების განმარტება, საქმის მასალების გაცნობა და გადაცემა, კომუნიკაციის კითხვარის შევსება, ხელმოწერის უზრუნველყოფა დადგენილი წესით და საქმის მასალებში განთავსება; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან საქმის სტრატეგიის, საქმეზე განსახორციელებელი ქმედებების შეთანხმება, მათი განხორციელების საშუალებების, შესრულების/შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; • კანონმდებლობითა და სამსახურის შიდა აქტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, სამართლებრივი დოკუმენტების, კერძოდ: სარჩელი, განცხადება, საჩივარი, სააპელაციო/საკასაციო საჩივარი, შუამდგომლობა, შესავალი და დასკვნით სიტყვა და ა.შ. შედგენა და წარდგენა სათანადო წესითა და ვადაში პროცესის მწარმოებელ ორგანოში/სასამართლოში/ადმინისტრაციულ თუ სხვა ორგანოში; • სასამართლოში, პროცესის მწარმოებელ/საგამოძიებო ორგანოში, ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ორგანოში, საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებებში, სასამართლო პროცესებსა თუ სხვა მოქმედებებში მონაწილეობისათვის დროულად გამოცხადება და მათში სათანადო მონაწილეობის განხორციელება; • საქმის დამოუკიდებელი გამოძიების (ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები/მიმართოს შესაბამის ორგანოებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, გამოკითხოს მოწმეები, მოიპოვოს მტკიცებულებები და ა.შ.) დადგენილი წესით განხორციელება; • საქმის მასალების წარმოება, შენახვა და დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან შეთანხმებით ან/და შიდა აქტებით დადგენილი წესით გადაწყვეტილება, განჩინება, დადგენილება, ბრძანება, განაჩენი და სასამართლოს თუ სხვა ორგანოთა აქტების გასაჩივრება; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის უფლებების დაცვის ან/და მისი ინტერესების სასარგებლო შედეგის დადგომისათვის კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება; • იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (case-bank) ინფორმაციის დროულად, სწორად და სრულყოფილად შეტანა, მათ შორის აქტივობების განხორციელების/დასრულების დაფიქსირება (check-in/out); • ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (Eflow) დოკუმენტბრუნვის წესების დაცვა და მატერიალური თუ ელექტრონული კორესპონდენციის გაცნობა შინაგანაწესით დადგენილი წესით და ვადაში; • საქმიდან ჩამოცილების ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს სხვა ადვოკატის ჩართვის საჭიროება, ბიუროს მენეჯერისთვის დადგენილი წესით ნაწარმოები საქმის მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა, და სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ შეტანა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში (case-bank); • შვებულების/მივლინების, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ბიუროს მენეჯერთან საქმეების ანგარიშის წარდგენა, და მიაწოდოს ინფორმაცია მატერიალური საქმეების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ან საქმეების გადაცემა; • იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის საკონტაქტოდ დასახელებულ პირისთვის საქმესთან ან/და მის მიმდინარეობასთან ან/და იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; • ასოციაციის წევრობის შეწყვეტის/შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის; • ინტერესთა შეუთავსებლობის/კონფლიქტის ან მისი წარმოქმნის საფრთხის არსებობისას ბიუროს მენეჯერთან საქმიდან ჩამოცილების შესახებ დასაბუთებული განცხადების დაუყოვნებლივ წარდგენა და საქმიდან ჩამოცილება მხოლოდ თანხმობის მიღებისას (გარდა სასამართლოს მიერ ადვოკატის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა); • ხარისხის შეფასების ფარგლებში მიღებული მითითებების შესრულება, მათ შორის საქმის მასალების გადაცემა, ბიუროში დროულად და დადგენილ დროს გამოცხადება და სხვა საჭირო მოქმედებების განხორციელება; • კომისიის/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/პირის/წევრების მითითებების შესრულება ბიუროს საქმიანობის შემოწმების შემთხვევაში; • ინფორმაციის/დოკუმენტაციის დროული მიწოდება ბიუროს მენეჯერისთვის, იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების მოთხოვნის, ასევე ხარჯების დაკისრებისას შესაბამისი სასამართლოს აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ; • სამსახურის მიერ დადგენილ სავალდებულო გადამზადების პროგრამებში (ტრენინგებში) მონაწილეობის მიღება; • სამსახურის მიერ დაგეგმილ გასვლით საინფორმაციო/საკონსულტაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება; • იურიდიული კლინიკის ფარგლებში სტუდენტების ან სტაჟიორების ხელმძღვანელობა და მათი შეფასება სამსახურის მიერ დადგენილი წესით; • ბიუროს მენეჯერთან თანამშრომლობა ბიუროს საქმიანობის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე, იმ ფარგლებში, რომელიც არ ზღუდავს ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას; • ბიუროს მენეჯერისა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის საქმის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება კანონითა და სამსახურის შიდა აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში; • საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ბიუროს მენეჯერთან შეთანხმებით, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ გულისხმობს კონკრეტულ საქმეზე ადვოკატის პროფესიულ გადაწყვეტილებაში ჩარევას; • საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება სამსახურის სხვა ადვოკატებთან და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; • სამსახურისა და ბიუროს მიერ ორგანიზებულ იურიდიული ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი ინფორმირების ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა; • ბიუროს მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მისი მოვალეობების შესრულება; • პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნების დაცვა კომპეტენციის ფარგლებში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან თანამშრომლობა; • კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, დირექტორის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება და დირექტორის/კურატორი მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; • „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი; • ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი; • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; • „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი; • „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; • „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; • „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი; • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია; • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი; • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია; • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (სტამბულის კონვენცია); • ევროპის სოციალური ქარტია; • სამსახურის დებულება; • თანამდებობის ფუნქციებთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

განაცხადის გაგზავნა →