← ყველა ვაკანსია

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი)

ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი · ხაშური · სრული განაკვეთი

1. რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი, შეფასება, მხარდაჭერა, კონსულტირება და შესაბამისი ანგარიშების შედგენა. 2. რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და საქართველოს განათლების, მეცნიერწებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიწოდება; 3. განათლების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულების ზედამხედველობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობა; 4. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის შეფასების პროცესში მონაწილეობა. 5. რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა; 6. კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება. 7. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. 8. რესურსცენტრის უფროსის დავალებით სხვა ფუნქციების შესრულება. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი"; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;   დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;  ე) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; ვ) „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანება;  ზ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეცერების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანება; თ) ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193 ბრძანება. ი) ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის  N40/ნ ბრძანება. კ) „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება. ლ) „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N18/ნ ბრძანება. მ) ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა  და პირობების’’ შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანება. ნ) „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილება. ო) „ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 იანვრის N174 დადგენილება. 

განაცხადის გაგზავნა →