← ყველა ვაკანსია

საქმისწარმოების საკითხთა განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

ზუგდიდის საკრებულო · ზუგდიდი · სრული განაკვეთი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი უფლებამოსილების შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირთა საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე. საკრებულო შედგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან. -უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციების ელექტრონული დოკუმენტების მართვის პროგრამაში რეგისტრაციასა და ბაზის შექმნას -უზრუნველყოფს პეტიციის წესით ინიცირებული საკითხის რეგისტრაციას -უზრუნველყოფს აპარატის უფროსის დავალებით შემოსული წერილების მომზადებასა და გაგზავნას -უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით კორესპოდენციების ადრესატისთვის გადაცემას • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; • საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; •  „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის პირველი ივლისის №414 ბრძანებულება; • ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი)დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილება; •  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №2 დადგენილება;

განაცხადის გაგზავნა →