← ყველა ვაკანსია

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების რეინჯერი - საღამოს ტბის აღკვეთილი

სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო · ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი საღამო · სრული განაკვეთი

• მინდობილ უბანზე ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის უზრუნველყოფა; • ბუნებრივი რესურსების მოპოვების კანონიერების დადგენის მიზნით, სამოქმედო ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებების შეჩერება და დათვალიერება; • სამართალდარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში - სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა დადგენილი წესით, სამართალდამრღვევის ინფორმირება სამართალდარღვევის საფუძვლების შესახებ; უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; შესაძლებლობისამებრ ნივთმტკიცებების შეგროვება; გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება; სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; აუცილებლობის შემთხვევაში იარაღების/მოწყობილობების ჩამორთმევა, უკანონოდ მოპოვებული რესურსის ჩამორთმევა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება; • დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით პატრულირება; • ხანძრის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, სახანძრო უშიშროების წესების დაცვის უზრუნველყოფა; • მავნე ტყის მწერების, ტყის დაავადებებისა და ბუნებრივი რესურსებისათვის რისკ-ფაქტორების შემცველი მოვლენების/ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტისათვის ინფორმაციის მიწოდება; • ველური ცხოველებისა და ფრინველების აღრიცხვა; • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვის უზრუნველყოფა; • დადგენილი წესით, ხე-ტყის დამზადების ბილეთის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება; • დადგენილი წესით ტყეკაფის მონიშვნა ან / და გამოყოფა და კონტროლი; • მინდობილი ტერიტორიაზე სააგენტოს მატერიალური რესურსის დაცვა - მათ შორის საინფორმაციო დაფების, საკვარტლო, სასაზღვრო ბოძების, ხიდების, ხერგილების, თავშესაფრების, სახანძრო სამეთვალყურეო პუნქტების, სატრანსპორტო საშუალებების, კავშირგაბმულობის საშუალებების, იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, აგრეთვე დაცული ტერიტორიების რეჟიმის დარღვევის შედეგად ამოღებული დროებით შესანახი ქონების; • დღიურის წარმოება პერმანენტულ რეჟიმში ფენოლოგიური და სხვა დაკვირვებების შესახებ; • ბუნებრივი რესურსების სააღრიცხვო და საინვენტარიზაციო სამუშაოებში მონაწილეობა; • პატრულირებისას ინფორმაციის შეგროვება ფლორის, ფაუნის, წყლის ხარისხის, ისტორიული და არქეოლოგიური ობიექტების, ტურისტების მომსახურეობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ; • დაცული ტერიტორიის საზღვრებისა და საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიის მონიტორინგი - დაბინძურების, დანაგვიანების, უნებართვო მშენებლობისა და სხვა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით; • ვიზიტორების დახმარება/ინფორმირება მათი უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით; • ზომების მიღება/შესაბამისი დოკუმენტაციის გადამოწმება უკანონო ტყის ჭრის, პირუტყვის ძოვების, თიბვის და სხვა სახის უკანონო სარგებლობის, აგრეთვე ბრაკონიერობის აღკვეთის მიზნით; • საგანგებო მდგომარეობის დროს სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; • დამნაშავის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული როლით; • ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი იძულების ღონისძიებების გამოყენება; • დაცული ტერიტორიების რეჟიმისა და ტყეებში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა; • კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება. • „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპიური დებულება; • „ტექნიკური რეგლამენტის − გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის N368 დადგენილება. • ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი (თავი VII).  

განაცხადის გაგზავნა →