შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორული შემოწმების სამმართველოს შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო · თბილისი · სრული განაკვეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.
• იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებაში მონაწილეობა;
• შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში შიდა აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი და შეფასება;
• შერჩეული შიდა აუდიტის ობიექტის შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილების მიღება;
• შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება და შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება;
• შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს;
• საგადასახადო აუდიტის ჩატარება, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
• შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის შედგენა;
• შემოსული წერილებისა და შეტყობინებების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დროული რეაგირება;
• დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
• შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვაში (სტრატეგიული და წლიური გეგმები) მონაწილეობის მიღება;
• შიდა აუდიტის წლიური გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
• ზეპირი ან წერილობითი ფორმით საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
• სამმართველოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
• საქართველოს კონსტიტუცია;
• საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
• „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ;
• „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №690 ბრძანება;
• „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
• „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
• „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
• „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;
• „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.