სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სპეციალისტი
თბილისის საქალაქო სასამართლო · თბილისი · სრული განაკვეთი
- სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში შემოსული დოკუმენტაციის დამუშავება;
- მხარეთათვის საპროცესო დოკუმენტების გაგზავნა;
- საქმეების აკინძვა, გადანომრვა;
- საცნობარო ფურცლის შევსება;
- საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების მხარისათვის გადაცემა;
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების გაცემა;
- განაჩენისა და განჩინების დამოწმება და გაცემა;
- კორესპონდენციაზე პასუხების მომზადება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ე) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
ვ) „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 1 მაისის №1/56 გადაწყვეტილება;
ზ) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
ი) „საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება".