სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე
თბილისის საქალაქო სასამართლო · თბილისი · სრული განაკვეთი
- მოქალაქეების, მათი განცხადებების მიღება და საქმის მომზადება სასამართლო სხდომაზე განსახილველად;
- მოსამართლის დავალებით სასამართლო აქტების პროექტების მომზადება;
- სასამართლო პროცესის მონაწილეებისათვის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შეტყობინება;
- ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვის უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში;
- საპროცესო დოკუმენტების ასლების მომზადება და მათი სამართალწარმოების მონაწილეებისათვის გადაცემა;
- საჯარო შეტყობინებათა გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
- სასამართლო სხდომათა გრაფიკების მომზადება;
- დამოწმებული უწყებების სასამართლოში დაბრუნებაზე კონტროლი და ადრესატისათვის უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის გადაცემა მოსამართლისათვის;
- მხარეთათვის გასაგზავნი დოკუმენტების კანცელარიისათვის გადაცემა;
- დამთავრებული საქმეების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაბარება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
- ხელმძღვანელის კანონიერი მითითებების შესრულება.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
ე) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) ''კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
ი) „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/310 გადაწყვეტილება.